გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა და 50 ჯავშანმანქანას გადასცემს
გერმანია უკრაინას კიდევ ორ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას მიაწვდის.
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინას კიდევ ორი MARS II-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა მივაწოდოთ, მათ შორის 200 რაკეტა“, – განაცხადა ლამბრეხტმა ბუნდესვერის კონფერენციაზე.
მისივე თქმით, უკრაინელი ოპერატორების სწავლება სავარაუდოდ, სექტემბერში დაიწყება.
„ჩვენ უკრაინას 50 „დინგოს“ ჯავშანტრანსპორტიორს გავუგზავნით, რომელსაც გერმანელი სამხედროები ავღანეთში ნატოს სამხედრო ოპერაციის დროს ფართოდ იყენებდნენ“, – აღნიშნა ლამბრეხტმა.