1675 წლის 15 სექტემბერს მეფე ვახტანგ VI დაიბადა

1675 წლის 15 სექტემბერს დაიბადა მეფე ვახტანგ VI. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
„სხვა წყაროებთან ერთად, მეფის დაბადების თარიღის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი „კონდაკი“, სადაც მისი გრავიურის ქვეშ მიწერილია: „ნეტარად ხსენებულის მეფის ამის დაბადება ათას ექუსას სამეოცდაათთხუტმეტს, სეკდებერსა ათთხუტმეტსა. მიცვალება სოფალით(!) ათას შვიდას ოცდაათჩვიდმეტსა, მარტის კვ“.
პირველნაბეჭდი კონდაკი. ტფილისი, 1709 ვახტანგ VI-ის სტამბა.
რედაქტორი: ნიკოლოზ მღვდელმონაზონი (ორბელიშვილი)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები