“თუ აშშ უკრაინას შორი მანძილის რაკეტებს გადასცემს, ის წითელ ხაზს გადაკვეთს და კონფლიქტის მხარედ ჩაითვლება” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გახდება “კონფლიქტის მხარე”, თუ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორი მოქმედების რაკეტებს გადასცემს.

ამის შესახებ მან დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ ვაშინგტონი გადაწყვეტს კიევისთვის უფრო დიდი რადიუსის რაკეტების მიწოდებას, მაშინ ის გადაკვეთს “წითელ ხაზს” და გახდება კონფლიქტის პირდაპირი მხარე“, – თქვა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, ამ შემთხვევაში, მოსკოვს მოუწევს შეერთებული შტატების ქმედებებზე „ადეკვატური რეაგირება“.

12 სექტემბერს The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ კიევმა ვაშინგტონს საჭირო იარაღის სია გადასცა, რომელიც მას შემდეგ წელს კონტრშეტევისთვის დასჭირდება.

აღნიშნულია, რომ სიაში 29 ტიპის, სხვადასხვა შეიარაღების სასტემა და საბრძოლო მასალაა შეყვანილი, მათ შორის, ტანკები, დრონები, საარტილერიო სისტემები, Harpoon გემთსაწინააღმდეგო რაკეტები, Himars რაკეტები და ATACMS-ის სარაკეტო სისტემები.

ამჟამად, უკრაინის არმია HIMARS-ის ტიპის რაკეტებს იყენებს, რომელთა დიაპაზონი 80 კილომეტრს აღწევს; ATACMS-ის რაკეტებს კი 300 კილომეტრის მანძილის დაფარვის შესაძლებლობა აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები