შვედეთის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა
შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად წარუდგინა.
ამის შესახებ ტელერადიოკომპანია SVT იტყობინება.
„სპიკერს ვუთხარი, რომ თუ ზომიერები გადაიფიქრებენ და ჩემთან თანამშრომლობა მოუნდებათ – და არა “შვედ დემოკრატებთან”, ჩემი კარი ღიაა ულფ კრისტერსონისთვის. რაც არჩევნების წინ ვთქვი, რა თქმა უნდა, ასევე ეხება არჩევნების შემდგომ სიტუაციას“, – განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა.
მოსალოდნელია, რომ პარლამენტის სპიკერი, ანდრეას ნორლენი მთავრობის ფორმირებას “ზომიერი პარტიის” ლიდერს, ულფ კრისტერსონს დაავალებს.
შვედეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ზომიერმა კოალიციურმა პარტიამ, ულფ კრისტერსონის ლიდერობით მოიპოვა.
შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაგდალენა ანდერსონმა პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ პრემიერის პოსტს დატოვებს.
არჩევნებზე მაგდალენა ანდერსონის მემარცხენე ცენტრისტულმა კოალიციამ პარლამენტში 175 მანდატი მოიპოვა, ულფ კრისტერსონის კოალიციამ კი – 176.