პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერტებთან საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკული სახელმძღვანელო განიხილა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმებისა და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის თაობაზე მომზადებული პრაქტიკული სახელმძღვანელო, მისი ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები განიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა სახელმძღვანელო და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი, ისევე, როგორც მონაცემებზე დაფუძნებული კვლევები ხელს შეუწყობს საპარლამენტო ზედამხედველობის საქმიანობის გაუმჯობესებას.