ზელენსკი ავარიაში მოყვა

ავტომობილი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა, კიევში ავარიაში მოყვა, – ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

„კიევში უკრაინის პრეზიდენტის მანქანას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მედიკოსებმა, რომლებიც ქვეყნის მეთაურს ახლდნენ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და სასწრაფო დახმარების ექიმებს გადასცეს. პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, სერიოზული დაზიანებები არ დაფიქსირებულა. სამართალდამცავები ავარიის ყველა გარემოებას გაარკვევენ“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები