ერევანში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

სომხეთის დედაქალაქში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქტივისტები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „წადი!“.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ და ქვეყნის მთავრობას სომხეთისა და არცახის ინტერესების დაუცველობაში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, იმავე მოთხოვნით საპროტესტო აქცია ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, მთავრობის შენობასთანაც მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოქალაქეებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც გავრცელდა განცხადება, რომ თითქოს ფაშინიანის მინისტრთა კაბინეტს სურს ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ყარაბაღი მთლიანად აზერბაიჯანს გადაეცემა. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმა აღნიშნულს ინფორმაციული დივერსია უწოდა და განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი დოკუმენტი არ გაფორმებულა და არც გაფორმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები