„ჩვენ შორს ვართ ომის დასრულებამდე“, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოს არ არის.
„ცეცხლის შეწყვეტა არ ჩანს. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ეს მოხდება“, – განაცხადა გუტერეშმა.
როგორც მან აღნიშნა, პუტინთან სხვადასხვა საკითხები, მათ შორის მარცვლეულის შეთანხმება, რუსული ექსპორტის შესაძლებლობა და უკრაინის ატომური ელექტროსადგური განიხილეს.