ფაშინიანი: საზღვარზე ვითარების ესკალაციას 105 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან საზღვარზე ესკალაციას 105 სომეხი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

ამის შესახებ მან პარლამენტში სამთავრობო საათის დროს თქვა.

“ქედს ვიხრი ჩვენი მოწამეების წინაშე… აზერბაიჯანმა მოახდინა აგრესია სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ მან დაამყარა კონტროლი ზოგიერთ ტერიტორიაზე”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება აზერბაიჯანის დანაკარგებს, ქვეყნის თავდაცვის უწყება 50 სამხედროს დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები