ვინ უხელმძღვანელებს პარლამენტში 3 კომიტეტს – მდინარაძის განცხადება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ხელმოწერით, პარლამენტს 3 კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარედგინება.

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში არის კომიტეტის თავმჯდომარეების 3 ვაკანტური თანამდებობა. დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციის წარმომადგენლებისგან კანდიდატები და ჩვენ გთავაზობთ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებას. ჩემი ხელმოწერით, საქართველოს პარლამენტს წარედგინება: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ ბატონი კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ბატონი ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ზაზა ლომინაძე. წარმატებებს ვუსურვებ სამივე მათგანს, დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ, რომელიც შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება”, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები