საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებას.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, პროექტის მიღების შემთხვევაში, კანონით დადგენილი მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტებს, თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეძლებათ საკუთარ ადმინისტრაციულ საზღვრებშიც გაზარდოს ამ მოსაკრებლის ოდენობა, თუმცა კანონით დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ზღვრის ფარგლებში. დამატებითი რესურსის მობილიზება კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ნებართვის გაცემის ადმინისტრირების პროცესს.

„მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, კერძოდ: 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 8 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 10 ლარამდე. რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან 7 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 9 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ლარამდე”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები