რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ, უკრაინის ქალაქ იზიუმში ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა. ქალაქის თავზე ქვეყნის დროშაც აღიმართა.
საზეიმო ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე – ანა მალიარი, შეიარაღებული ძალების და სხვა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები.
ღონისძიების დაწყებამდე, დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული დამცველების ხსოვნას, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს გათავისუფლებული უკრაინული მიწებისთვის და საზეიმო ვითარებაში საკრებულოს თავზე უკრაინის დროშა აღმართეს.