“საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ფუნდამენტური მომენტები ჩვენ მიერ ყველაზე სერიოზულად იქნება გათვალისწინებული” – დენის გონჩრი

ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ საქართველოში Noble Partner 2022-ის სწავლებაზე ევროპიდან ნატოს მძიმე ტექნიკის გადასროლა მუშავდებოდა, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა “რია ნოვოსტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„მოსკოვმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ, ორკვირიანი მრავალეროვნული მანევრების Noble Partner 2022 ფარგლებში, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა, მუშავდებოდა, მათ შორის  ევროპიდან საქართველოში მძიმე ტექნიკის გადასროლა, ამჯერად, სახმელეთო გზით თურქეთის გავლით“, – თქვა დიპლომატმა.

გონჩარის თქმით, მოსკოვი საქართველოს ნატოში შეყვანის მიმდინარე კურსში და თანმხლებ აქტივობაში ხედავს არამხოლოდ გამოწვევას რუსეთის ინტერესებისთვის, არამედ “არამედ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მთელ სამხრეთ კავკასიაში”.

“საქართველოს “არსებითი მხარდაჭერის” მომხრეებმა უნდა იცოდნენ თავიანთი პასუხისმგებლობის ზომის შესახებ და გაითავისონ, რომ საქართველო-ნატოს თანამშრომლობის განვითარების ფუნდამენტური მომენტები ჩვენ მიერ ყველაზე სერიოზულად იქნება გათვალისწინებული”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები