“ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკავშირი არ არის სრულყოფილი ბალკანეთის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის გარეშე.

მისი თქმით, ეს ქვეყნები კავშირის ოჯახის წევრები არიან.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტში ყოველწლიური მიმართვის დროს თქვა.

„ეს არის წყალგამყოფი მომენტი გლობალური პოლიტიკისთვის. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის გადააზრება. ეს არის დრო ჩვენი დემოკრატიების ინვესტირებისთვის. ეს ეხება თანამოაზრე პარტნიორებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს მსგავსი თვალებით, ვიზიარებთ მსგავს ღირებულებებს და უნდა მოვახდინოთ კოლექტიური ძალის მობილიზება. ჩვენ უნდა ვესწრაფვოთ დემოკრატიის გავრცელებას. ამის გასაკეთებლად ყველაზე კარგი გზა არის ჩვენი კავშირების გაღრმავება და ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიების გაძლიერება. ეს იწყება მათით, ვინც კავშირის წევრი არ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ მათ გვერდით ყოველდღიურად, ყველა ნაბიჯზე. მე ასევე მსურს, ხალხმა იცოდეს დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები, თქვენ ხართ ჩვენი კავშირის მომავალი და ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენს გარეშე. ეს უნდა იყოს გზავნილი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები