ევროკავშირმა გაზის საცავები 84%-ით შეავსო

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაზის საცავები უკვე 84%-ით არის სავსე.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტში ყოველწლიურ მიმართვაში – „კავშირის მდგომარეობის შესახებ“ განაცხადა.

“რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება გაცილებით ძვირია. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს დამოკიდებულება მთელ ევროპაში. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ შენახვაზე. ახლა 84%-ზე ვართ, ჩვენი მიზნის შესრულებას ვახერხებთ,” – თქვა მან.

მაგრამ, მისი თქმით, “სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ იქნება”.

„რუსეთი აგრძელებს ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის აქტიურ მანიპულირებას. მათ ურჩევნიათ გაზის წვა, ვიდრე მიწოდება. ეს ბაზარი აღარ მუშაობს. გარდა ამისა, კლიმატის კრიზისი გავლენას ახდენს ჩვენს ანგარიშებზე. სიცხემ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაზარდა. გვალვამ შეაჩერა ჰიდრო და ატომური ელექტროსადგურები. სწორედ ამიტომ, წევრ ქვეყნებს ვთავაზობთ ზომების მიღებას ელექტროენერგიის საერთო მოხმარების შესამცირებლად“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები