ირაკლი კობახიძე: ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ პლებისციტი და ვკითხოთ ხალხს, უნდა თუ არა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას

ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ გამოკითხვა, პლებისციტი და ვკითხოთ ხალხს, უნდა თუ არა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. რასაც ხალხი იტყვის, შეიძლება, იმას გავყვეთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მაღალჩინოსნები უკვე ვეღარ მალავენ გაცხადებულ სურვილს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას.

„სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, უკვე მათი გაცხადებული სურვილია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას და საქართველო ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად უკრაინაში წარიმართება. ეს არის ღია გზავნილი. ალბათ, ეს გზავნილი საზოგადოების წინაშეცაა. ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ გამოკითხვა, პლებისციტი და ვკითხოთ ხალხს, უნდა თუ არა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. რასაც ხალხი იტყვის, შეიძლება, იმას გავყვეთ. ვნახოთ. ხალხმა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ეთანხმება თუ ჩვენს პოზიციას მეორე ფრონტის არგახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები