უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქ იზიუმის დატოვების შემდეგ დაყრილი იარაღის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
ფოტომასალა უწყების სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“უკრაინელი სამხედროების ზეწოლით, რუსი ოკუპანტები გარბიან და ტოვებენ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს. ჩვენ ვიცით, რა ვუყოთ მათ და აუცილებლად გამოვიყენებთ მათ დანიშნულებისამებრ – მტრის წინააღმდეგ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.