“დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ოკუპანტები მზად არიან, იარაღი დაყარონ” – “სამხრეთის” ოპერატიული სარდლობა
რუსი ოკუპანტების ქვედანაყოფები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე არიან მომწყვდეულნი და მზად არიან, იარაღი დაყარონ, ისინი უკრაინელ სამხედროებთან კავშირზე გასვლის შესაძლებლობას ეძებენ.
ამის შესახებ ტელეკომპანია Espresso-ს ეთერში, „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას და ის საკმაოდ დამაჯერებელია. მას აქვს გავლენა არა მხოლოდ მტრის პოზიციების გეოგრაფიულ ნაწილზე, არამედ – ფსიქოლოგიურადაც. მტრის ქვედანაყოფები ჩვენს ქვედანაყოფებთან დაკავშირების შესაძლებლობებს ეძებენ, რომ აწარმოებენ ე.წ. მოლაპარაკებები იარაღის დაყრასთან დაკავშირებით. ისინი ათვითცნობიერებენ, რომ დნეპრის ნაპირსა და ჩვენს ძალებს შორის არიან მოქცეული“, – განმარტა მან.
გუმენიუკის თქმით, ოკუპანტები თავიანთი სიცოცხლის გადარჩენის გზების მოძებნას ცდილობენ.
“ახლა ეს საკითხი განიხილება იმიტომ, რომ არის გააზრებული სამხედრო სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ასეთ ზომებს. ისინი მზად არიან, დაექვემდებარონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ანუ გაცვლითი ფონდის შესავსებად”, – განაცხადა მან.