“რუსები გარბიან” – უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო ერთ დღეში კონტროლი 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე დაიბრუნეს

უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გენერალური შტაბის პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ საოკუპაციო ძალები კონცენტრირებული არიან დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებაზე, ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებასა და გარკვეულ რაიონებში უკრაინის არმიის კონტრშეტევის ჩაშლაზე.

რუსი სამხედროები აგრძელებენ სროლას უკრაინის პოზიციებზე, ახორციელებენ საჰაერო დაზვერვას და ცდილობენ, მიიღონ ზომები დაკარგული პოზიციის აღსადგენად.

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები ნაჩქარევად ტოვებენ პოზიციებს და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიების სიღრმეებში ან რუსეთის ტერიტორიაზე გარბიან.

გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონის – ბოლშოი ბურლუკისა და დვუჰლეტნაიას დასახლებებიდან ნაძარცვი ქონება და სატრანსპორტო საშუალებები გაზიდეს.

ლუგანსკის რაიონში რუსმა სამხედროებმა ქალაქი სვატოვო ოჯახებთან ერთად დატოვეს, ადგილზე მხოლოდ   “სახალხო მილიციის” ჯარისკაცები დარჩნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები