დავით ქართველიშვილი „მთავარ არხს“: ტყუილად ირჯებით – მიხედეთ საკუთარ „წესის აგებას“, რომლის შემდეგ გადაწყვიტეთ – კრემაცია უფრო გამოგადგებათ, თუ ბანალური დასაფლავება

ტყუილად ირჯებით – მიხედეთ საკუთარ „წესის აგებას“, რომლის შემდეგ გადაწყვიტეთ: კრემაცია უფრო გამოგადგებათ, თუ ბანალური დასაფლავება, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ.

„განა იმიტომ ვწერ, რომ ორივეს პირადად ვიცნობ და ამ ურთიერთობით ვამაყობ – პრემიერსაც და სუს-ის უფროსსაც უდიდეს პატივს ვცემ, ოღონდ არა პირფერობის გამო, არამედ საქმიდან გამომდინარე. ამ უაზრო ჭორებს და ამ ორ მეგობარს შორის „შავი კატის გაშვებას“ არ შემიძლია არ ვუპასუხო: პრემიერმა ქვეყნისა და თითოეული ჩვენთაგანის ღირსება აიყვანა სათანადო დონეზე, ხოლო სუს-ის ხელმძღვანელმა „დერატიზაციის“ და „ექზორციზმის“ რიტუალები ჩაატარა წარმატებულად ჩემს სათაყვანო უწყებაში. ასე რომ, ტყუილად ირჯებით – მიხედეთ საკუთარ „წესის აგებას“, რომლის შემდეგ გადაწყვიტეთ: კრემაცია უფრო გამოგადგებათ, თუ ბანალური დასაფლავება…“, – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები