თამთა მეგრელიშვილი: „მთავარმა არხმა“ მორიგი სატელევიზიო „მკითხაობის“ შედეგი დადო, სათვალავიც ამერია მერამდენედ გადააყენეს პრემიერი

„მთავარმა არხმა“ დღეს, 21:00 საათზე მორიგი სატელევიზიო „მკითხაობის“ შედეგი დადო ლილუაშვილი-პრემიერად, გომელაური სუს-ის უფროსად, ღარიბაშვილი სახლში! მათ მიერ მათივე არაერთხელ „გადაგდებული“ წყაროს ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ საკადრო ცვლილებები იწყება, კერძოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პოსტს მალე დაემშვიდობება და მას სუს-ის ხელმძღვანელი ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სათვალავი აერია მერამდენედ გადააყენეს პრემიერი, თან მათივე წყაროზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციით, რომელიც მტკიცებით ფორმაში აჟღერებს ოპოზიციის სანუკვარ სურვილებს.

„მთავარმა არხმა“ დღეს 21:00 საათზე მორიგი სატელევიზიო „მკითხაობის“ შედეგი დადო. ლილუაშვილი-პრემიერად! გომელაური სუს-ის უფროსად! ღარიბაშვილი სახლში!

მათ მიერ მათივე არაერთხელ „გადაგდებული“ წყაროს ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ საკადრო ცვლილებები იწყება, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პოსტს მალე დაემშვიდობება და მას სუს-ის ხელმძღვანელი ჩაანაცვლებს.

სათვალავიც ამერია მერამდენედ გადააყენეს პრემიერი, თან მათივე წყაროზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციით, რომელიც მტკიცებით ფორმაში აჟღერებს ოპოზიციის სანუკვარ სურვილებს.

ჩამოყალიბდით, მეგობრებო, ჩამოყალიბდით…

მოდით, თქვენ სხვა პრემიერი გყავდეთ, სამართლებრივი მოთხოვნის ფორმადაუცველად დაისვით, ჩვენ კი შეგვარგეთ ჩვენი პრემიერი რა“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები