საქართველოს სავაჭრო პალატა სტამბოლში ევროპალატის წევრების კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს
საქართველოს სავაჭრო პალატა სტამბოლში ევროპალატის წევრების კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს. შეხვედრას სავაჭრო პალატის პრეზიდენტი – გიორგი პერტაია, კომიტეტის წევრი სახელმწიფოების სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტები, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ფარუკ კაიმაქჩი და ევროპალატის პრეზიდენტი, ლუკ ფრიედენი ესწრებოდნენ.
გიორგი პერტაიამ თავის გამოსვლისას ისაუბრა მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზე რეგიონის ჭრილში, პოსტპანდემიურ პერიოდში რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკების აღდგენის პროცესსა და საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა ევროპალატის პროექტის: „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ მნიშვნელობას, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების ბიზნესწრეებთან დაახლოებისა და სავაჭრო – ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით.
აღნიშნული კომიტეტის შეხვედრა, ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ევროპალატის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებზე.