მიხეილ სარჯველაძე – მელიას განცხადებაზე: ეს არის ტემპერატურის გახურების ხელოვნური მცდელობა

“მე მგონია, რომ ეს არის ტემპერატურის გახურების ხელოვნური მცდელობა – მაპატიეთ ჟარგონისთვის“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.

სარჯველაძის თქმით, აღნიშნული განცხადება აბსურდულია.

„პოლიტიკურ კრიზისზე როცა საუბრობენ, უშვებენ უზარმაზარ შეცდომას, სახელმწიფო ფუნქციონირებს, პოლიტიკური პროცესი სრულფასოვნად განხორციელებადია, ერთადერთი – ვინც ამას ხელოვნურად ემიჯნება და არ ახორციელებს თავის ფუნქციას, ეს არის ოპოზიციის ის რადიკალური ნაწილი, რომელიც ამ შემთხვევაში ცდილობს, ხელოვნური კონფლიქტები, ხელოვნური დაძაბულობა და ხელოვნური პრობლემები შექმნას, ამიტომ, არავითარ კრიზისზე საუბარი არ შეიძლება და, მით უმეტეს, მისი განმუხტვის იმ საშუალებაზე, რომელზეც საუბარია. უნდა ვთქვათ, რომ ეს არის აბსურდული განცხადება და აბსურდული მოთხოვნა, მით უმეტეს, 2024 წლამდე პერიოდში რატომ იქნება ეს რაიმე ლოგიკით გამართლებული, ეს აბსოლუტურად ბურუსით მოცულია. მე მგონია, რომ ეს არის ტემპერატურის გახურების ხელოვნური მცდელობა, მაპატიეთ ჟარგონისთვის”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები