დიმიტრი სამხარაძე – როლანდ ახალაიაზე: რა დრო დამიდგა, 100%-ით ვეთანხმები; მტრობას, ღალატს, უსამშობლობას და მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია

რა დრო დამიდგა, 100%-ით ვეთანხმები. მტრობას, ღალატს, უსამშობლობას და მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე.

სამხარაძე როლანდ ახალაიას ეხმიანება, რომელიც ნოდარ ლადარიას ფეისბუქ სტატუსს აზიარებს, სადაც ის წერს, რომ საქართველოს არასოდეს ჰყოლია ასეთი უვარგისი პოლიტიკური ოპოზიცია.

„რა დრო დამიდგა, 100%-ით ვეთანხმები
მტრობას, ღალატს, უსამშობლობას და მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია. მიშას მმართველობის დროსაც კი, როცა წინა საუკუნის ოცდაჩვიდმეტიანი წლების ამაზრზენი მეთოდებით ებრძოდნენ და სამი მთლიანი დაფარვის კი არა, ერთი მსგავსი ტელევიზიაც კი არ ჰქონდა მაშინდელ ოპოზიციას, რაც დღეს აქვთ. სააგენტოებზე და სხვა მედიარესურსებზე, ფულზე, გარეძალების მხარდაჭერაზე აღარაფერს ვამბობ (ნომრიანი აგენტები რომ იყვნენ, ეს აქამდეც ხო ვიცოდით, ზოგი ორმაგიც).
და ამ ფონზე რომ მაინც ასეთი გაბანძებული იქნები, უნდა დაიხურო ქუდი და გვერდზე გაიწიო. ცოტა შენზე უკეთესი მაინც გამოჩნდება ვინმე, ნიჭიერი ხალხის ქვეყანა ვართ. თქვენ სად შეიყარეთ ასე ყველა ერთნაირი“ – წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები