გია ვოლსკი: საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ში გამოცდილი დიპლომატი გვყავდეს 

“ალბათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სიტუაცია გააანალიზა და შედეგად სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდა. საკითხი ადრე თუ გვიან გადაწყდა და გადაწყდა მართებულად”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.

ვოლსკის თქმით, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ში გამოცდილი დიპლომატი იყოს.

“სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ადრე რომ ყოფილიყო მიღებული, უკეთესი იქნებოდა. კარგია, რომ საკითხი საბოლოო შეთანხმებით დასრულდა. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე რაღაც ხისტი კომენტარები უნდა გავაკეთო. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაერო-ში გვყავდეს საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, ისევე – როგორც კანადაში. სწორედ ეს გადაწყვეტილება არის მიღებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები