საპარლამენტო დელეგაციამ საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საპარლამენტო დელეგაციამ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის,) – ნინო წილოსანის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის – ხატია წილოსანის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის – გოგი მეშველიანის შემადგენლობით, საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის მიზანს, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს, სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების წარმოქმნის პრევენციის და სურსათის შეწირულობის სფეროში ბელგიისა და საფრანგეთის გამოცდილების გაცნობა და შემდგომ ამ პრაქტიკის ქართულ კანონმდებლობაში ასახვა წარმოადგენდა.

აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლიდან აქტიურად დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ბელგიაში, ქალაქ თურნეში არსებულ სურსათის ბანკში იმყოფებოდნენ, რათა შემდგომ, ფრანგულ და ბელგიურ მოდელს შორის არსებული განსხვავებების ანალიზის შედეგად მოხდეს ქართულ რეალობაში მათგან საუკეთესოს ადაპტირება როგორც საკანონმდებლო მოწესრიგების, ისე საგადასახადო რეჟიმის მხრივ. შეხვედრა შედგა ევროკომისიის გენერალური დირექტორატთან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მისწრაფება გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და გადადგას ამისათვის საჭირო ყველა ნაბიჯი. ამასთან, დეტალურად იქნა განხილული საქართველოს პარლამენტის პროგრესი სურსათის ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირებისა და შეწირულობის კანონმდებლობის მომზადების მიმართულებით და ამ გზაზე ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებლობა.

დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ბრიუსელის სურსათის ბანკი და მოისმინეს მისი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია. შეხვედრა შედგა ევროპის სურსათის ბანკების ასოციაციასა და ევროკომისიის გენერალურ დირექტორატთან ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დარგში. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრების გარდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარინე ხურციძე; სსიპ შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა კობერიძე; თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი შედიოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები