რატი ბრეგაძე: არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენც ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რა ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური აკეთებდა, აკეთებს და ყოველთვის გააგრძელებს მაქსიმუმის გაკეთებას იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, ის უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში. მას ამჟამად უტარდება ასევე „ემპათიის“ ექსპერტიზა. ჩვენ ასევე არ გამოვრიცხავთ სხვა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც. არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენც ჩავატაროთ ცალკე, დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რა ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ და არ დარჩეს არცერთი მცირე კითხვის ნიშანიც კი. რაც შეეხება დასკვნას, ჯერჯერობით – ასეთი დასკვნა არ არსებობს და კარგად მოგეხსენებათ, რომ სასჯელის გადავადებასა და სასჯელისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.