ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, როცა ხედავ, როგორ ამაყობს პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი იმით, რომ სხვა ქვეყნების ინტერესებს ერთგულად ემსახურება და საერთოდ არ აინტერესებს – საქართველოში ომი იქნება თუ მშვიდობა

თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნის აგენტობა უკვე თავისთავად, ყოველგვარი დამატებითი გარემოებების გაუთვალისწინებლად, სამშობლოს ღალატს ნიშნავს.

მისი თქმით, ქვეყნის მტრების, მოღალატეების და აგენტების ჯინაზე, საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

„საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა არის ქვეყნის ღალატი და დანაშაული, რაც არავის ეპატიება, მით უმეტეს, პოლიტიკოსებს! ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავ, როგორ ამაყობს პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი იმით, რომ სხვა ქვეყნის ან ქვეყნების ინტერესებს ერთგულად ემსახურება და საერთოდ არ აინტერესებს – საქართველოში ომი იქნება თუ მშვიდობა, დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა, ქაოსი თუ წესრიგი… მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები უკვე ღიად საუბრობენ არეულობაზე, ქაოსზე და რევოლუციაზე, ამუშავებენ და ახმოვანებენ კონკრეტული მოქმედებების გეგმას, ყველამ უნდა იცოდეს, მტერმაც და მოყვარემაც, რომ ამ სცენარის განხორციელებას არ და ვერ დაუშვებს არც საქართველოს მოსახლეობა და არც ხელისუფლება! ჩვენი ქვეყნის მტრების, მოღალატეების და აგენტების ჯინაზე, საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!“, – წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები