სოფელ წყალწმინდაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად, ალექსანდრე სარიშვილმა, ბესიკ ტაბიძემ და კობა კობალაძემ სოფელ ღრმაღელეში მემორიალი ყვავილებით შეამკეს

“სოფელ წყალწმინდაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად, ლანჩხუთის მერმა  – ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა – კობა კობალაძემ სოფელ ღრმაღელეში მემორიალი ყვავილებით შეამკეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

“ამავე დღეს სოფელში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივები ფეხბურთში, გირის აზიდვაში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

ჩატარდა დოღი; გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებითა და სიგელებით.

ღონისძიება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები