სამგორის რაიონში ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, სამგორის რაიონში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ცნობისთვის, ცეცხლი ადგილზე არსებულ მეორად საბურავებსა და ნაგავს ღია სივრცეში გაუჩნდა.