სამგორის რაიონში ხანძარია
სამგორის რაიონში ხანძარია. ცეცხლი ადგილზე არსებულ მეორად საბურავებსა და ნაგავს ღია სივრცეში გაუჩნდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან და ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.