უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა.
„მაშველები მუშაობენ. მაგრამ, სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ასე ვცხოვრობთ ყოველდღე. ასე მოემზადა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ამ შეხვედრისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი 11 წლის ბავშვია.