ილია დარჩიაშვილი: საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

“ვულოცავ უკრაინას განსაკუთრებულ დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი “ტვიტერზე” წერს.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„დაე, მალე დასრულდეს ომი და უკრაინა უფრო ძლიერი გამოვიდეს ამ განსაცდელიდან, რათა მისმა ხალხმა იცხოვროს თავისუფალ და აყვავებულ ქვეყანაში. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს დარჩიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები