თამარ არჩუაძე: Routes Air Asia-ზე აეროპორტების გაერთიანების მონაწილეობამ საქართველოს ბაზარზე Thai AirAsia X-ის დაბრუნებას შეუწყო ხელი

საქართველო იქნება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ოქტომბრიდან, პანდემიის შემდეგ, ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X-ი ფრენებს განაახლებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან, პანდემიის შემდეგ, პირველი პირისპირ შეხვედრა საავიაციო ფორუმ Routes Asia-ზე გამართა, შემდეგ კი არაერთი მოლაპარაკება თბილისის მიმართულებით ბანგკოკიდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში გამართა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, საავიაციო ფორუმებში აეროპორტების გაერთიანების მონაწილეობა საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლასა და ახალი მიმართულებების დაწყებას უწყობს ხელს.

,,საწყის ეტაპზე, Thai AirAsia X ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე, 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის მსგავსად პირდაპირ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს. თუმცა, გვაქვს მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან და მოლოდინი, რომ ფრენები რეგულარული ხასიათის გახდეს, 2022 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გაგრძელდეს და ავიაკომპანიამ ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე მთელი წლის განმავლობაში იფრინოს. ტაილანდური ავიაკომპანიის დაბრუნება ჩვენს ბაზარზე არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო საავიაციო ფორუმებში, სადაც საშუალება გვაქვს პირისპირ შევხვდეთ ავიაკომპანიებს, წარვადგინოთ ჩვენი აეროპორტები და ავიაკომპანიებს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი,-‘’აცხადებს თამარ არჩუაძე.

პანდემიის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი ბანგკოკიდან თბილისის მიმართულებით 8 ოქტომბერს შესრულდება. ამ ეტაპზე, Thai AirAsia X 29 ოქტომბრამდე (ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე) კვირაში 2 სიხშირით იფრენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები