„არც ერთი დამპყრობელი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ ჩვენს მიწაზე – მათ იციან, რომ მომავალი არ აქვთ“ – ზელენსკი

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ნამდვილ ღირებულებებს იცავს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მიწაზე არც ერთი დამპყრობელი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, რადგან იციან, რომ მათ მომავალი არ აქვთ.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ნამდვილ ღირებულებებს იცავს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც 24 თებერვლიდან მოყოლებული, ბრძოლის გზა აირჩია იმისთვის, რაც ცხოვრებას რეალურს ხდის: თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის.

სულ მალე ჩვენ ვიზეიმებთ ჩვენს მთავარ ეროვნულ დღესასწაულს – ჩვენს დამოუკიდებლობას. ხვალვე. დაგეგმილი გვაქვს უამრავი აქტივობა – ისეთი, რომელიც გამოკვეთს იმ გზას, რომელიც ჩვენ გავიარეთ. ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ – უკრაინელები უკრაინაში, მთელი ჩვენი ტერიტორია – თავისუფლები და დროებით ოკუპირებულები, რადგან ჩვენი ხალხი ყველგან იბრძვის. უკრაინელები საზღვარგარეთ – ყველა, ვინც დაეხმარა, ყველა, ვინც სიმართლე გაავრცელა უკრაინის შესახებ, ყველა, ვინც უკრაინისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებდა.

არც ერთი დამპყრობელი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ ჩვენს მიწაზე. ყველა კოლაბორაციონისტმა იცის, რომ მათ მომავალი არ აქვთ. და ჩვენ ყველას არა მხოლოდ გვჯერა, არამედ ვხედავთ, რომ ჩვენს სახელმწიფოს პერსპექტივა აქვს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები