„დარია დუგინას მკვლელობა ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის“ – ზელენსკი

KYIV, UKRAINE - AUGUST 23: Ukrainian President Volodymyr Zelensky speaks during his press conference with Polish President Andrzej Duda on August 23, 2022 in Kyiv, Ukraine. Tomorrow marks six months since Russia's large-scale invasion of Ukraine, which galvanized the country's European neighbors and prompted an outpouring of political, military and economic support. (Photo by Alexey Furman/Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცნობილი რუსი ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე უკრაინის პასუხისმგებლობა უარყო და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე არ არის.

„ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მისით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, თავდამსხმელი უკრაინელი ქალი იყო, რომელიც რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად.

დუგინას ავტომობილში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერების დისტანციური აფეთქების შემდეგ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თქმით, თავდამსხმელმა ქალმა და მისმა ქალიშვილმა რუსეთი ავტომობილით დატოვეს და ესტონეთში გადავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები