ერდოღანი: საერთაშორისო სამართალი მოითხოვს, რომ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდეს

ანკარა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ყირიმის დაბრუნება უკრაინაში, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა, საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, ანკარა გააგრძელებს ყირიმის პლატფორმის მხარდაჭერას, რომელიც ყირიმის საკითხის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად შეიქმნა.

„თურქეთი არ ცნობს ყირიმის ანექსიას და პირველივე დღიდან ღიად აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი უკანონოა. ეს არის პრინციპული პოზიცია, რომელსაც არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მორალური საფუძველიც აქვს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მანვე დასძინა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური ერთიანობის დაცვა „კრიტიკულია“ არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები