ზელენსკი: სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტების საერთო რაოდენობა, რომლებიც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, უკვე 3 500-ს უახლოვდება

სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტის საერთო რაოდენობა, რომლებიც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, უკვე 3 500-ს უახლოვდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ტერორისტი სახელმწიფო საერთაშორისო სტრუქტურებთან თამაშს არ წყვეტს.

„ხარკოვში ოკუპანტების თავდასხმის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა. ამ ერთმა დარტყმამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ასეთი დარტყმები უკვე 180 დღეა, არ წყდება. სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტის საერთო რაოდენობა, რომლებიც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, უკვე 3 500-ს უახლოვდება. რუსული არტილერიის დარტყმების დათვლა უბრალოდ შეუძლებელია – იმდენად ბევრია, იმდენად ინტენსიურია. ამავდროულად, ტერორისტი სახელმწიფო არ წყვეტს თამაშს საერთაშორისო სტრუქტურებთან და კიდევ ერთხელ თავხედურად მოიწვია გაეროს უშიშროების საბჭო, რათა განიხილოს საკუთარი პროვოკაციები, საკუთარი ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ყველა მეგობარ სახელმწიფოს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები