DW: გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ წინადადებაზე უარი განაცხადა

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა, შეესრულებინა მმართველი კოალიციიდან ბუნდესტაგის დეპუტატების მიერ წამოყენებული წინადადება, რომლის თანახმად, გერმანიას უკრაინისთვის მეტი იარაღი უნდა მიეწოდებინა და საჭიროების შემთხვევაში, ბუნდესვერის დასუსტებას დათანხმებულიყო.

ამის შესახებ ინფორმაციას deutsche welle ავრცელებს.

სამხედრო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროს რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, გერმანია ასეთ რისკზე ვერ წავა.

„მართლაც, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პუტინი ისარგებლებს ნებისმიერი სისუსტით, მათ შორის, ნატოს თავდაცვის მზადყოფნაში დროებითი ხარვეზითაც კი“, – ციტირებს სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს გამოცემა.

ამასთან, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გერმანიამ ალიანსის პარტნიორების მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს ვალდებულებების ფარგლებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები