ჩვენი მიზანი თურქეთში პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თურქეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა მარცვლეულის დერეფნის მნიშვნელობას მთელი მსოფლიოსთვის და აღნიშნა, რომ შავი ზღვის პორტებიდან მიწოდების განახლების გამო, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 30%-მა კვლავ მიიღო წვდომა საკვებზე ამ რეგიონიდან.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას ომის დასრულებისა და უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის.
„ჩვენი მიზანია, მოვაწყოთ თურქეთში პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების ორგანიზება, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას“, – განაცხადა ერდოღანმა.