სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო აკრძალვას მხარს არ უჭერს

შეერთებული შტატები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო აკრძალვას მხარს არ უჭერს, – „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-მა იმუშავა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაეწესებინა სანქციები, მათ შორის სავიზო შეზღუდვები კრემლის ოფიციალური პირებისა და მათი ხელშემწყობებისთვის.

„აშშ-ს არ სურს ჩაკეტოს თავშესაფრისა და უსაფრთხოების გზები რუსი დისიდენტებისთვის ან სხვებისთვის, ვინც დაუცველია ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია ხაზის გასმა რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და უკრაინაში მისი პოლიტიკასა და რუსეთის ხალხს შორის.

აშშ-მა იმუშავა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაეწესებინა სანქციები, მათ შორის სავიზო შეზღუდვები კრემლის ოფიციალური პირებისა და მათი ხელშემწყობებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის შეჭრაში მონაწილე პირების გამოვლენას და ხელს შევუწყობთ პასუხისმგებლობის დაკისრებას“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები