შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, საქართველოში გარკვეულ ელიტურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არაჯანსაღი სოლიდარობა ჩამოყალიბდა

“სამწუხაროდ, საქართველოში გარკვეულ ელიტურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არაჯანსაღი სოლიდარობა ჩამოყალიბდა, რომელმაც კორპორატივიზმის ფორმა მიიღო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა  განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული ორგანიზაციები უბრალოდ ერთმანეთს არ სწირავენ.

„სამწუხაროდ, საქართველოში გარკვეულ ელიტურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არაჯანსაღი სოლიდარობა ჩამოყალიბდა, რომელმაც კორპორატივიზმის ფორმა მიიღო, სადაც შინაარსს აღარ უყურებენ ეს ორგანიზაციები და უბრალოდ ერთმანეთს არ სწირავენ – მიუხედავად იმისა, რა დგას ამ ყველაფრის უკან, ერთმანეთისადმი სოლიდარობას გამოხატავენ, რაც გადაზრდილია აბსოლუტურ კორპორატივიზმში.

კიდევ ერთხელ გავიხსენებ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მდგომარეობას. მაშინაც, როცა უკვე დამტკიცებულია, რომ ერთი თვე ISFED უმალავდა საზოგადოებას ნამდვილ რიცხვებს პარალელური დათვლისა, მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა, მაშინაც ამ ორგანიზაციებმა კოროპორატივიზმის პრინციპებიდან გამომდინარე ხელი დააფარეს ISFED-ს და ყველანაირად ცდილობდნენ რომ არ ყოფილიყვნენ კრიტიკული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები