ზელენსკი: თითოეული ოკუპანტის ვინაობას გამოვავლენთ, რომელიც გასცემს ბრძანებებს და ახორციელებს დარტყმებს ქალაქებზე – ყველა მათგანს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ

ჩვენ გამოვავლენთ თითოეული ოკუპანტის ვინაობას, რომელიც გასცემს ბრძანებებს და ახორციელებს ამ დარტყმებს ქალაქებზე. და ჩვენ მათ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ ყველა მათგანს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, სიტყვა „ნანგრევები“ არასოდეს იქნება უკრაინისა და მისი ქალაქების შესახებ.

„დღეს მინდა ცალკე მივმართო ჩვენი ყველა ქალაქის მცხოვრებლებს, რომლებიც მუდმივი ძალადობრივი დაბომბვის ქვეშ იმყოფებიან რუსული არმიის მხრიდან. ხარკოვი და მიკოლაევი, დონბასის ყველა ქალაქი, დნეპროპეტროვსკი, ზაპოროჟიე… ყველასთვის, ვინც განიცდის ამ მუდმივ საშინელებას, სიცოცხლის ნგრევასა და ყველაფრის განადგურების, რაც ცხოვრებას ნორმალურობას სძენს. ჩვენ არ დავტოვებთ არც ერთ ამ დარტყმას უპასუხოდ. ჩვენ გამოვავლენთ თითოეული ოკუპანტის ვინაობას, რომელიც გასცემს ბრძანებებს და ახორციელებს ამ დარტყმებს ქალაქებზე. და ჩვენ მათ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ ყველა მათგანს. ვერც ერთი მკვლელი ვერ დაიმალება. და რა თქმა უნდა, ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს. სიტყვა „ნანგრევები“ არასოდეს იქნება უკრაინის შესახებ, არასოდეს იქნება ჩვენს ქალაქებზე.

მარადიული დიდება ყველას, ვინც აახლოებს ჩვენს გამარჯვებას! მარადიული დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის! დიდება უკრაინას!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები