„გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს

რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომი“ 3 დღით, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე გაზის მიწოდებას შეაჩერებს.

კომპანია აღნიშნულის მიზეზად „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ბუნებრივი აირის გადასაქაჩ აგრეგატ Trent 60- ზე ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას ასახელებს.

როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია ნათქვამი, სამუშაოები Siemens-ის სპეციალისტებთან ერთად განხორციელდება.

კომპანიის ცნობით, ტექნიკური სამუშაოების შემდეგ, გაზის მიწოდება განახლდება დღეში 33 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით. ეს იქნება გაზსადენის გამტარუნარიანობის დაახლოებით 20 პროცენტი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია გერმანიიდან კანადაში გარემონტებული სიმენსის ტურბინა, რომლის არქონის გამოც, ევროპას მიწოდების მოცულობა შეუმცირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები