„დონბასში მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი“ – უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფის მეთაური

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის მახლობლად, მულინოში შეიქმნა ე.წ. მესამე არმიის კორპუსი, რომელიც 20 აგვისტოს უკრაინაში უნდა წავიდეს. მისი დანიშნულება შეიძლება იყოს დონეცკის მიმართულება ან უკრაინის სამხრეთი, –  ამის შესახებ უკრაინის ქვედანაყოფის მეთაურმა, პავლო ჟებრივსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, სად წავლენ რუსი ოკუპანტები მულინოდან, ინფორმაცია 20-21 აგვისტოს იქნება ხელმისაწვდომი.

„თუ ეს დანაყოფი მოვა დონეცკის ოლქში, იქნება სასტიკი ბრძოლები“, – აღნიშნა ჟებრივსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, დღეიდან ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის პირველ და მეორე არმიის კორპუსებს რუსეთის სამეთაურო შტაბი ხელმძღვანელობს.

„ისინი გამოხატავენ უკმაყოფილებას, მაგრამ ეს საერთოდ არ არის სისტემატური. ჯარი მიჰყავთ იქ, სადაც სარდლობა გადაწყვეტს და მათ უკან დგას „ვაგნერის“ ან „კადიროვის“ რაზმები“, – განმარტა მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები