პენტაგონმა უკრაინისთვის 775 მილიონი დოლარის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა

UNITED STATES - JUNE 30: Aerial view of the Pentagon on Tuesday, June 30, 2020. (Photo By Bill Clark/CQ-Roll Call, Inc via Getty Images)

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის 775 მილიონი დოლარის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

CNN-ის ცნობით, ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

აღნიშნული პაკეტი მოიცავს დამატებით რაკეტებს ამერიკული Himars-ის საარტილერიო სისტემებისთვის, 16 ჰაუბიცასა და საბრძოლო მასალას, 1000 ჯაველინს, მაღალსიჩქარიან ანტირადიაციულ რაკეტებსა (HARMs) და სხვას.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ჯამში 10.6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები