ზურაბ ქადაგიძე – ISFED-ზე: რადიკალური დღის წესრიგის მედროშე ორგანიზაცია დაიჩაგრა და „დიდი ძმაკაცი“ მოიყვანა საქმის გასარჩევად?

ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციების და რაც მთავარია, არანაირი ლეგიტიმაციის მქონე NGO – მავნებლების დრო დასრულებულია. ვისაც პოლიტიკური ამბიციები აქვს შეუძლია პარტიებში გაერთიანდნენ, თუმცა ისედაც არიან პარტიული დანამატები, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩოს განცხადებას.

მისი თქმით, ISFED-ს პასუხისმგებლობა აქვს მხოლოდ ლობისტებთან, რომლებიც კონკრეტულ დავალებას აძლევენ. ბოლო ასეთი დავალება იყო ის საბოტაჟი, რასაც ISFED-ი და მისი მეგობარი ორგანიზაციები „პვტ“-ის გაყალბებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებით, რადიკალური დღის წესრიგის პედალირებით ცდილობდნენ…

„ISFED-ი ის ორგანიზაცია არ არის, ტექნიკურ მთავრობას,რომ ითხოვდა?

რადიკალური დღის წესრიგის მედროშე ორგანიზაცია დაიჩაგრა და „დიდი ძმაკაცი“ მოიყვანა საქმის გასარჩევად?

ავტორიტეტული სამოქალაქო ორგანიზაციაო… ჯერ ერთი ვისთან აქვთ ავტორიტეტი, ლობისტებში? და მეორე – რომელ სამოქალაქო ორგანიზაციაზეა საუბარი რეიტინგი რომ პლინტუს დაბლა აქვს?

არანაირი ლეგიტიმაცია, არანაირი ვალდებულება საზოგადოებასთან, მხოლოდ პასუხისმგებლობა ლობისტებთან, რომლებიც კონკრეტულ დავალებას აძლევენ.

ბოლო ასეთი დავალება იყო ის საბოტაჟი, რასაც ISFED-ი და მისი მეგობარი ორგანიზაციები „პვტ“-ის გაყალბებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებით, რადიკალური დღის წესრიგის პედალირებით ცდილობდნენ…

ასე,რომ ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციებს და რაც მთავარია არანაირი ლეგიტიმაციის მქონე NGO – მავნებლების დრო დასრულებულია. ვისაც პოლიტიკური ამბიციები აქვს შეუძლია პარტიებში გაერთიანდნენ, თუმცა ისედაც არიან პარტიული დანამატები…“, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები