გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ურეკში საზაფხულო ბანაკი მოეწყო
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ურეკში საზაფხულო ბანაკი მოეწყო.
გორის მერიის ინფორმაციით, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის 25-მა ბენეფიციარმა მშობელთან ერთად ადაპტირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში დაისვენა და სამკურნალო მაგნიტური ქვიშის თერაპია ჩაიტარა.
“ურეკის ბანაკი ა(ა)იპ გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ინიციატივაა, რომელიც სოციალური პროექტების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამიდან ბოლო 10 წელია ფინანსდება და შშმ ბავშვების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.