„რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული ჯარები უკრაინას დატოვებენ“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული ჯარები უკრაინის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიას დატოვებენ.

ამის შესახებ მან ლვოვში გაეროს გენერალურ მდივანთან და თურქეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოლაპარაკებების დროს აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მიღწეული შეთანხმება „დიპლომატიურ ფანჯარას ხნის“, რათა ომი დასრულდეს.

„მე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება თურქეთის პრეზიდენტთან, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ნდობა არ არსებობს. მჯერა, რომ შესაძლებლობის ამ ფანჯარაში რუსული იარაღია გამოყოფილი. ძალიან მიკვირს, რომ რუსეთი მზადაა რაიმე სახის მშვიდობისთვის. ადამიანებს, ვინც ყოველდღე კლავენ, აუპატიურებენ, ფრთოსან რაკეტებს უშენენ ჩვენს ქალაქებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, არ შეიძლება, მშვიდობა სურდეთ. ამიტომ ჩემი აზრით, ჯერ მათ უნდა გაათავისუფლონ ჩვენი ტერიტორიები და შემდეგ… შემდეგ იქნება შემდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები