უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ Telegram-ში დაწერა, გენმდივანთან შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კოორდინაციას მარცვლეულის ინიციატივის განხორციელებაზე.
გარდა ამისა, განიხილეს უკრაინელების უკანონო და იძულებითი დეპორტაციის, ტყვეობიდან უკრაინელი სამხედროების და ექიმების გათავისუფლების საკითხები.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბირთვული შანტაჟის თემას. აგრესორის ამ მიზანმიმართულ ტერორს, შესაძლოა ჰქონდეს გლობალური კატასტროფული შედეგები. ამიტომ, გაერომ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული განთავისუფლება რუსული ჯარებისაგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.